ოთარ შამუგიამ თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამა მეთხილე ფერმერებს გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

„ვფიქრობ, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ფერმერებისთვის, რომ მათ უკვე გაზაფხულზე შესაბამისი მოვლის სამუშაოები ჩაატარონ და მიიღონ უკეთესი მოსავალი. თხილი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო აგროპროდუქტია. შარშან, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. თხილის სექტორში დასაქმებულია 10 ათასობით ადამიანი, 10 ათასობით ოჯახი იღებს შემოსავალს თხილის წარმოებიდან. წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, გვქონდა ნაკლები მოსავალი და გაუარესებული ხარისხი, რის გამოც, ჩვენმა ფერმერებმა ნაკლები შემოსავალი მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ პროცესში ჩართვის და ჩვენი ფერმერების მხარდაჭერის აუცილებელი საჭიროება, რომ მომავალ წელს გაცილებით გავაუმჯობესოთ მოსავლიანობაც, ხარისხიც, რაც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ჩვენი ფერმერების მეტ შემოსავალთან და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი. სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია 500 ლარით. ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები გამოიყენებენ სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.

მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი