ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა 89-ხმით, 4-ის წინააღმდეგ მიიღო.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი შეფასებით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, ხოლო სისტემური პრობლემები სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ნონა მამულაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია გაუქმებულია. შედეგად ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა“ მეოთხე მანდატი დაკარგა, საპარლამენტო ოპოზიცია კი ჯამში, რვა მანდატის გარეშე დარჩა.

პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. მათი მანდატები გაუქმებულია. ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მანდატიც გაუქმდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს