Warner Bros-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა რუსული ჰოლდინგურ კომპანია „ნაციონალური მედია ჯგუფის” არხებს სტუდიის ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებები ჯერ კიდევ წელიწადნახევარის განმავლობაშია ძალაში, - ინფორმაციას გამოცემა „Бюллетень Кинопрокатчика“ ავრცელებს.

„ნაციონალური მედია ჯგუფი“ მოიცავს: „პირველ არხს”, СТС-ს, РЕН ТВ-ს, "Домашний"-ს, "მეხუთე არხს”. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას.

2016 წლის დეკემბერში ჰოლდინგის პრეზიდენტი, კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ჰოლდინგის ერთ-ერთ აქციონერს, „როსია ბანკს“ კი სანქციები 2014 და 2022 წლებში დაუწესეს.

შეგახსენებთ, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა