GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში Web3 Startups Night გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით, 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ფიზიკურ ლოკაციასთან ერთად, Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლებს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება სახელად Web3 Startups Night რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდი ჰიბრიდული მოდელით ჩაატარებს.

Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს გულისხმობს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.

„საღამოს Web3 სივრცეში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერები გახსნიან, როგორებიც არიან Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურა შარაშენიძე, კომპანია „ფარაოს“ დამფუძნებელი და დირექტორი გივი გამყრელიძე და NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი ლუკა ბახსოლიანი.

ისინი ამ სფეროში თავიანთ გამოცდილებას გააზიარებენ და ისაუბრებენ სირთულეებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად თავს იჩენს. ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაშია და სტუმრებს პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ Audio Reactive Immersive შოუ გაიმართება, რომელიც მნახველს საოცარ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.

ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - bit.ly/3G3pwQM

რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე - tkt.ge/show/11343/web3-startups-night

Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც კომპანიებს, ორგანიზაციებს ეხმარება, ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და დამსწრეებისთვის საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები შექმნან.

ღონისძიების პარტნიორები არიან: MetaViu, Noxtton, Binance,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა