ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინის განცხადებაზე - აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ იდარდონ „ენჯეოებმა“

აშშ - ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო უსამართლო კრიტიკა და მას ფასი არ აქვს.

„რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“. ძირითადი ნაწილი ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება, უდიდესი ნაწილი. მე მოსმენილი მაქვს ერთ- ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ყოფილ ელჩს და არა მე და მეც პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, ამიტომ „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ. მე არ მგონია, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე საწუხარი იყოს. შაჰინმა თვითონვე თქვა განცხადებაში, რომ როგორც მას უთხრეს, ასეთი საკითხი არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია