2023 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს.

„მათ შორის: პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი; ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე; დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი; საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი; მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი; მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს