„საქართველოს ბანკის“ მხარადაჭერით სასტუმრო „ZP Palace“-მა მზის პანელები დაამონტაჟა

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით სასტუმრო „ZP Palace“-მა მზის პანელები დაამონტაჟა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი” ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

„ჩვენ უკვე ექვსი წელია რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები ვართ. მათი ფინანსური მხარდაჭერით და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოს ზრუნვისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ „ჯეო ენერჯის“ მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ.

როგორც „საქართველოს ბანკში” განმარტავენ, „საქართველოს ბანკმა“ გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით, მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა.

„ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა