საქართველოს პრეზიდენტი „ოქსფორდის კავშირში“ „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“ „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი უმასპინძლებს.

მათივე ინფორმაციით, ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დავიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო