მამუკა ხაბარელი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა იმსჯელა 2025 წელს ბაკურიანში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ.

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით 2025 წელს საქართველოში გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის კანდიდატურა.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მამუკა ხაბარელს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევას და უსურვებს ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებას“,- სეოკ-ის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა