კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელების გზით სტუნდეტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა, მოდერატორობა გაუწია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის გახსნით პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყების - „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“, „სემეკის“, „საქართველოს ეროვნული ბანკის“, „კომუნიკაციების კომისიისა" და "დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" ხელმძღვანელები.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიებისა და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება.

საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა