პროკურორის განცხადებით, დეტექტივის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის საქმეზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულების გამოკვლევა დაასრულა

პროკურორ ლევან ქუთათელაძის განცხადებით, დეტექტივის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის საქმეზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულების გამოკვლევა დაასრულა და დადასტურდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება დადასტურებული იქნა საქმეზე მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით.

,,ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დავასრულეთ და სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარვდექით, სადაც მიმოხილულია ყველა საქმეზე მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული იქნა ბრალდების მხრის მიერ, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. ბუნებრივია, ყველა ამ მტკიცებულების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რაც გულისხმობს გამამტყუნებელ განაჩენს ბრალდებულის მიმართ.

კონკრეტულ შემთხვევაში გაუფრთხილებლობით (არა განზრახ) სიცოცხლის მოსპობა გამოიკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. შემთხვევის ადგილას პოლიციელი შეეცადა შესაძლო დამნაშავის დაკავებას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია გაუფრთხილებელი გასროლა. აღნიშნული ქმედება დადასტურებული იქნა საქმეზე მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით და ეს დაკვალიფიცირდა, როგორც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა