საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობითა და შამონის სამთო-სათხილამურო ეროვნული ცენტრის ექსპერტების დახმარებით განხორციელდა.

„სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 15-მა მაშველმა, ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარეს. სწავლების ძირითადი მიზანი იყო სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს