მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ჩრდილოეთ მაკედონიაში შეხვედრებს მართავს

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრები მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით მაკედონიის გამოცდილებას გაეცნენ და შესაძლო გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა შორის ერთ-ერთი მაკედონიაა.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა.

საქართველოში, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკედონიაში, ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ კობახიძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ეთერია, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატო ბადაგაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, წამლების რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიკა ბასილაძე და მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოსო იმედაშვილი.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს