ანტიკორუფციულმა მოძრაობამ პარლამენტის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი გამართა

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ პარლამენტის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილი ფოტომასალა წარმოადგინეს, რომელიც მათივე შეფასებით პრემიერ-მინისტრის კორუფციულ საქმიანობას ასახავს.

ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკურად მომართული ივანიშვილის მექანიკური თოჯინა, მთავარი სიმბოლო სახელმწიფოს ძარცვის და მთავარი წამხალისებელი ქვეყანაში სისტემური კორუფციის და ბიუჯეტის ფლანგვის, სახელმწიფო რესურსების დატაცების,“ - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით კი, „ღარიბაშვილი თავის დროზე სწორედ ნეპოტიზმსა და კორუფციასთან დაკავშირებული ფაქტების გამო გაუშვეს პრემიერ-მინისტრობიდან“.

„ღარიბაშვილი არის საქართველოში გამეფებული ოლიგარქიული კორუმპირებული რეჟიმის სიმბოლო და საქართველოს ეროვნულო ინტერესების ხარჯზე მდიდრდება თავის კლანთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, კიდევ ერთი აქტივისტის, ტიტე გედენიძის თქმით, კითხვებს იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაციაც.

„ასეთია მანქანები, პენსიონერი მშობლების მიერ ჩარიცხული კოლოსალური თანხები, ხოლო მასთან დაკავშირებული კახური კლანი საქართველოში ფლობს ბიზნესებს, რომლებიც იგებენ საჯარო უწყებების ტენდერებს, მაგალითად, ჯანყარაშვილის კომპანია „სერპანტინი“ საჯარო უწყებებიდან ყოველწლიურად იღებს მილიონობით ლარს,“ - განაცხადა გედენიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა