გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით, ჟენევაში „წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ მხარეთა მე-6 სესია გაიმართა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით, 16-18 ნოემბერს, ჟენევაში „წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ მხარეთა მე-6 სესია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი“ წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, წყლისა და სანიტარული მომსახურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მაღალი რანგის წარმომადგენლების დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

“სამედიცინო დაწესებულებებში WASH-ის (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ჰოსპიტლებში WASH -ის სტანდარტების დანერგვაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური ჩარჩოს შემუშავება,რათა გაიზარდოს წყლისა და სანიტარული სექტორების მდგრადობა და შემცირდეს წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევები. ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WASH (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში, ანტიბიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება და სექტორთა შორის თანამშრომლობა წყლის რესურსის რაციონალური მოხმარებისთვის.

სესიაში, ასევე, მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს