ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუშია - მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუშია - მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლება ხალხს ფიზიკურად აწამებდა და ტერორში ამყოფებდა, მათი ტელევიზიების საშუალებით, ფსიქოლოგიურ ომსაც აწარმოებდა.

„რასაც თქვენ აკეთებდით, აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წელია, ეს არის სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორის და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები აკეთებენ. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომი, მაგრამ ვის წინააღმდეგ? მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამას აკეთებდით თქვენ 10 წელი და მანამდეც, რა თქმა უნდა. გარდა იმისა, რომ ხალხს არა ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად აწამებდნენ და ტერორში ამყოფებდნენ, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ომი მათი ტელევიზიების საშუალებით,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა