„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Data Challenge მეორედ იწყება

„საქართველოს ბანკი“ ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტის - Data Challenge-ის მეორე სერიას იწყებს.

„Data Challenge-ის შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი.

საპრიზო ფონდი შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე - 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე - 5 000 ლარს. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

პროექტში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად და დავალების შესასრულებლად კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე. დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3AmJtxY

პროექტის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები შეაფასებენ, მენტორობას კი მათ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები გაუწევენ. ესენი არიან, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერები: ნიკოლოზ მამისაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ლუკა ცაბაძე, ქეთევან ოთიაშვილი, სანდრო ხიზანიშვილი, ნინო გოგოლაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას და მონაცემთა მეცნიერების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. მოხარული ვართ, საქართველოში Data Challenge-ის მეორე სერია ვიწყებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა. აღნიშნული კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, და რაც მთავარია, ამ მიმართულებით აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა, ირაკლი გოგატიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მონაწილეებს ამოცანის ამოსახსნელად და ვებ-გვერდზე პასუხის დასაფიქსირებლად ვადა 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე ექნებათ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია შემდეგ ვებ-გვერდზე განთავსდება: https://go.bog.ge/3EDnohb

ცნობისთვის, მონაცემთა მიმართულების ყველაზე მასშტაბური პროექტის Data Challenge-ის პირველ სერიაში 125 გუნდი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ. ესენი არიან: Pier Piper, Synapse და Brainblinker. მათი პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს