კასპში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა კასპის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 40 შეკვრა ტანისამოსი ჩაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ მაისურაძესა და კასპის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს, შოთა ბეგლარაშვილს შეხვდნენ. ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციები გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა