სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

თბილისში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ სახელმწიფო თეატრში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ალენ სიმონიანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მაღალი პატრონაჟითა და მონაწილეობით.

„საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის პარლამენტების დეპუტატები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, სომხური და ქართული ეკლესიების წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე სომეხი და ქართველი ხელოვანები და საზოგადომოღვაწეები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

თავის მისასალმებელ სიტყვაში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა აღნიშნა სომეხი და ქართველი ხალხების ურყევი მეგობრობა და ურთიერთდამოკიდებულება, ასევე, სომხეთსა და საქართველოს შორის მყარ ისტორიულ კავშირებზე დაფუძნებული ქმედითი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა და ბოლო წლებში დაფიქსირებული უპრეცედენტო დინამიკა ორმხრივ ურთიერთობებში. ხაზი გაესვა ჩვენი ორი ხალხის ერთიანობის მნიშვნელობას, რომელსაც თან ახლავს ფასეულობათა საერთო ცივილიზაციური სისტემა, მშვიდობიანად და დემოკრატიულად ცხოვრების სურვილი, შემოქმედებითი ნიჭი, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით.

სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ტავუშის ეპარქიის ბავშვთა და მოზარდთა ვოკალური ანსამბლს, საელჩოს მოწვევის მიღებისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი. ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა სომეხი და ქართველი ხალხების მდიდარ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს გაუსვეს ხაზი, მაღალი შეფასება მისცეს ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებსა და მიღწევებს.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სომხურ - ქართული ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტებისა და შეხვედრების საარქივო ფოტოების მოკლე ფოტო სერია წარუდგინეს, რის შემდეგაც ტავუშის ეპარქიის ბავშვთა და მოზარდთა ვოკალური ანსამბლის ბავშვებმა თავიანთი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება აჩვენეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო