დასაქმების ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 20 კანდიდატი შეარჩია

„ისწავლე დასაქმებისთვის“ - ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 35 სხვა კომპანიასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამაც მიიღო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმზე 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდა პოტენციურ დამსაქმებელს ადგილზე შეხვედროდა, სასურველი ვაკანსიის შესახებ გასაუბრებოდა და საკუთარი უნარები კომუნიკაციის გზით წარმოეჩინა.

მათივე ცნობით, 30 დაინტერესებული კანდიდატიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის 20 კანდიდატი შეარჩია. საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტები სამომავლოდ მგზავრთა მომსახურების აგენტის, ბაქანზე მომსახურების აგენტისა და ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების დისპეტჩერის ვაკანსიებზე დასაქმდებიან.

„დასაქმების ფორუმი საშუალებას იძლევა პირისპირ შევხვდეთ და მოვიზიდოთ დაინტერესებული კანდიდატები ჩვენს კომპანიაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში დასაქმების კუთხით, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილად ითვლება. ჩვენ მუდმივად ვაძლევთ საშუალებას ახალგაზრდებს დასაქმდნენ და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ტერმინალის გაფართოების შემდეგ, პერიოდულად ვაცხადებთ ვაკანსიებს. სტაჟირების პროგრამა, კომპანიის ზრდიდან გამომდინარე, მუდმივ პროცესს წარმოადგენს კომპანიის 2022 წლის ზაფხულში, ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებაც გამოვაცხადეთ, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და კომპანიაში შემოსული 180 განაცხადიდან საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, 15 სტაჟიორი დავასაქმეთ”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანრგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.

ფორუმი ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმეები hr@airports.ge - ზე.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე