საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მთიანი რეგიონების ახალგაზრდებს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროგრამები გააცნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი და პროფესორ-მასწავლებლები რეგიონებში სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ და იმ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ აწვდიან ინფორმაციას, რომელსაც მთავრობის განკარგულებით, საფუძველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაუყარა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღია კარის დღეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება. ამჯერად, სტუ-ის კანცლერი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ყაზბეგისა და წალკის რაიონებში შეხვდნენ.

გარდა ამისა, ღია კარის დღეების ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან რაიონებში შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენი უნივერსიტეტის ახლად დაარსებული მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არის წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე პროგრამამ, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული, ბევრი მომავალი აბიტურიენტი დააინტერესა. მათთან ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა, რაზეც საზოგადოება ინფორმირებულია. ამჯერად, ყაზბეგის რაიონული რესურსცენტრის მიწვევით, დაბა სტეფანწმინდისა და მიმდებარე სოფლების საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასის მოსწავლეებს შევხვდით. შეხვედრაში მთავრობის ადმინისტრაციის მთის სტრატეგიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, მოადგილე მირიან წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ინტერესი დიდია და ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მისცეს. ფაკულტეტის წარმომადგენლები, ასევე, წალკის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, ანი დოლიძემ მიიღო, რაც განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია“, - აღნიშნა პროფესორმა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ცნობითვე, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლების, პროფესორების - ნოე ხოზრევანიძისა და თამარ ქობლიანიძის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან, თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან და დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან, ნატო სულთანიშვილთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მხარეები პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივით დაინტერესდნენ და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო“ მზადაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ღონისძიებების გამართვის მიზნით, ვიზიტორთა ცენტრების საკონფერენციო სივრცეები დაუთმოს, დაეხმაროს საზაფხულო სკოლების ორგანიზებაში, უზრუნველყოს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თავისუფალი გადაადგილება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. ასევე, სააგენტო ხელს შეუწყობს სტუ-ის სტუდენტებისთვის დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო ტურების ორგანიზებას, საველე პრაქტიკის გავლასა და მონიტორინგში ჩართულობას. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, შესაძლებლობების ფარგლებში, სააგენტოს მდგრადი განვითარების საკითხებზე რეგიონული სამსახურების ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისა და რეინჯერების გადამზადებაში დაეხმარება, ხელს შეუწყობს მოკლევადიანი საპრეზენტაციო ღონისძიებების, ფოტოექსპოზიციების მოწყობასა და სხვა ღონისძიებების, როგორიცაა: „მწვანე დღეები“, „მწვანე აქციები“, ეკობანაკები, განხორციელებაში სტუდენტობის ჩართულობას. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვისა და სასწავლო პროცესისთვის“, - აცხადებს პროფესორი ნოე ხოზრევანიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს კი, სტუ და სააგენტო მთის საერთაშორისო დღეს ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავენ. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობას მიიღებს სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სასწავლო კონფერენციაში - „მთები სასარგებლო სიმაღლეებია“, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და მთიანი რეგიონების (თიანეთი, დუშეთი, ხაშური, წალკა) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთობლივ ორგანიზებას უწევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა