„ალდაგი“ - გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად დაზიანებული 8 მანქანა დაზღვეული იყო, კომპანიაში ზარალს ითვლიან და ავტომობილის მესაკუთრეებისთვის ზიანის ანაზღაურება მოხდება

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთი ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან 8 „ალდაგშია“ დაზღვეული. წინასწარი გათვლებით, ზარალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს აჭარბებს.

„არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მართვა დაკარგა და ერთდროულად ავტოსადგომზე მდგომი 10 ავტომობილი დააზიანა. ავტოავარიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ზარალს ითვლიან და ავტომობილის მესაკუთრეებისთვის ზიანის ანაზღაურება უახლოეს დროში მოხდება“,- ნათქვამია „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა