ხათუნა სამნიძე - „ხალხის ძალა“ არის „ქართული ოცნების“ შემადგენლობა, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს

„ხალხის ძალა" არის „ქართული ოცნების“ შემადგენლობა, რომელიც იმეორებს კრემლის გზავნილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორზე გაკეთებულ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა და შეზღუდვა კრემლის პოლიტიკაა.

„ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურმა ძალამ ისაუბროს ისაუბროს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის სტატუსის მინიჭება და პრობლემებზე, რომელიც ბარიერს ქმნის ამ სტატუსის მიღებისთვის, თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს, ეს არის დასტური, რამდენად ერთი-ერთში იმეორებს ეს ე.წ. ძალა კრემლის გზავნილებს. არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა, მათი ფინანსების კონტროლი, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა და ამის კონტროლი, რაზეც არაერთხელ უსაუბრიათ მათ, არის დასტური, რომ ეს ე.წ. ძალა არის "ქართული ოცნების" შემადგენლობა, რომელიც იმეორებს კრემლის გზავნილებს“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რაზეც კანონპროექტს მოამზადებენ. „ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა