ირაკლი ღარიბაშვილი - გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა

გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ ის მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად სპეკულირებენ იმით, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თითქოს ომით არის გამოწვეული, რაც ასე არ არის.

„გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ ის მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განვმარტო, თუ რას ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული ომით და ჩვენ ვსარგებლობთ და მხოლოდ ეს ფაქტორი არის განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის. ეს ასე არ არის მეგობრებო. მინდა პირველ რიგში შეგახსენოთ ყველას, რომ შარშან თებერვალში, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კარგად გააზრებული. ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა. და შარშან წელი დავხურეთ 10,5% ეკონომიკური ზრდით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თანხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ. წელსაც, მიუხედავად ამ ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამ ადამიანებს უბრალოდ, არ ესმით, ან კარგად ესმით და ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა