ლევან იოსელიანი - ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით არაფერი კეთდება, „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის -  სინამდვილეში სიმართლე სადღაც შუაშია

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ აპოკალიფსური ვითარებაა და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით არაფერი კეთდება, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და დაინიცირებული კანონპროექტები პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ წაგვიყენეს - სინამდვილეში სიმართლე არის სადღაც შუაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ საკითხში არის წინსვლა, თუმცა, არაფერი კეთდება სასამართლოს რეფორმის მიმართულებით და არც ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ პროექტი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირმა წაუყენა ქვეყანას.

"არის მუხლები, სადაც არის მნიშვნელოვანი წინსვლა, ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, მაგრამ არის საკითხები და სამუშაო ჯგუფები, სადაც ვერანაირი წინსვლა ვერ ვნახე და ვერანაირ კრიტიკას ვერ პასუხობს ის კანონპროექტები, რომელიც იქნა წარდგენილი და ეს პირველ რიგში შეეხება სასამართლოს, სადაც აღინიშნა, რომ მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარებაა პრიორიტეტი და თარჯიმნების და ტექნიკური ნაწილის გამოსწორება, მეორე მხრივ, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მიგვაჩნია, რომ პრემიერი არ უნდა იყოს მისი ხელმძღვანელი, ვინაიდან ეს ბიურო რადგან პარლამენტთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული, მის ხელმძღვანელსაც უნდა ირჩევდეს პარლამენტი, ჩემი აზრით, კონსენსუსის გზით, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურა მივიღოთ",- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა