ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

რატი ბრეგაძე პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხი.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ქართული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტია; პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში.

“მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებაზეც ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პორტუგალიის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპზე.

შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა