ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი - ჩვენი ვექტორი ყოველთვის იყო და იქნება მიმართული მხოლოდ რუსეთისკენ

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს "სამხრეთ ოსეთს", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა სერგეი ცეკოვმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრისას ცხინვალში განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ჩავიდა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკას. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები. ვისურვებდი, რომ წარმატებით განვითარდეთ, გამოიყენოთ თქვენი შიდა შესაძლებლობები", - განაცხადა მან.

ცეკოვის თქმით, „სამხრეთ ოსეთის პრობლემები რუსეთის პრობლემაა და პირიქით“.

თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ ყველაზე რთულ წლებში „რესპუბლიკა“ ყოველთვის გრძნობდა სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას.

„"სამხრეთ ოსეთის" ვექტორი ყოველთვის იყო და იქნება მიმართული მხოლოდ რუსეთისკენ. დღეს "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლები, თავის ძმებთან ერთად, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ",-განაცხადა გაგლოევმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა