გრიგოლ ლილუაშვილი „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა.

სუს-ის ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა მას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია