სამცხე-ჯავახეთში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბაკურიანის სატყეო უბანზე, მავნებლით დაზიანებული ფართობიდან ხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრების და გამოტანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება.

„დაბა ბაკურიანი საკურორტო ზონას წარმოადგენს და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების, ასევე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების მომდევნო წლებშიც განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მავნე მწერის რიცხოვნობა და ნაძვნარის ხმობის ინტენსივობა მკვეთრად შემცირებულია“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭაჭიაშვილმა.

მბეჭდავი ქერქიჭამია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დიდი ზიანი მოუტანა ნაძვნარ კორომებს. ხმობის ინტენსივობის მომატება 2011 წლიდან დაფიქსირდა. ბრძოლის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო 26 000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი