საერთაშორისო გამოფენა - Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიხსნა

18-20 ნოემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 მასპინძლობს.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ოცწლიანი ტრადიცია განახლდა.

„გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, კონფერენციები, განხილვები და თემატური დისკუსიები. როგორც უწყებაში განმარტავენ, Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

18 ნოემბერს, გამოფენის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია „სოფლის მეურნეობა საქართველოში“, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოეწყო სადისკუსიო პანელი თემაზე „სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები“, ასევე გაიმართა სემინარი „დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორის, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან“.

კონფერენციას ესწრებოდნენ ფერმერები საქართველოს რეგიონებიდან. აღსანიშნავია, რომ გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა მეწარმეებისა და ფერმერებისთვის როგორც სიახლეების გაცნობის და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, ასევე, საქმიანი კონტაქტების და პარტნიორების მოძიების კუთხით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოფენა ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში მცხოვრები ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-20 საერთაშორისო გამოფენას 800-მდე ფერმერი ესწრება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022-ზე დასწრება 18-20 ნოემბერს, 11:00-19:00 საათამდეა შესაძლებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა