პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ბოსნია ჰერცოგოვინისა და ხორვატიის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა, „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრის“ (“European Case Handling Workshop” (ECHW)) პარალელურად, რომელიც თბილისში 17-19 ნოემბერს ჩატარდა, პირისპირ შეხვედრები ბოსნია ჰერცოგოვინას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელთან დრაგოლიუბ რელჯიქთან, ასევე, ხორვატიის კოლეგა უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან იგორ ვულჯთან გამართა.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მიმდინარე წლის მაისში მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ერთობლივ გამართვას, მათ შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა