ნახატების საქველმოქმედო  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

KIND DAVID-ში ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წარმოდგენილი იყო 50 მხატვრის 60-ზე მეტი ფერწერული ტილო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოფენის ორგანიზატორმა გოგიტა მურცხვალაძემ განუცხადა, გამოფენა, რომელიც მძიმე დიაგნოზის მქონე ორ აჭარელ ბავშვს ეძღვნება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„მინდა ნებისმიერ მხატვარს, ვინც თანადგომა გამოგვიცხადა დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს. მარტო ჩემთვის ძნელი იქნებოდა ამდენი ნახატის შეგროვება, უნივერსიტეტის სტუდენტებმა საოცარი მხარდაჭერა გამოიჩინეს. ასევე მადლობას ვუხდი სასტუმრო KING DAVID-ის ადმინისტრაციას სივრცის დათმობისთვის. ყველანაირად მხარში გვიდგანან. რამდენიმე ნახატი უკვე გაიყიდა“, -განაცხადა გოგიტა მურცხვალაძემ.

ასევე გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების მენეჯერმა თეკლა რატიანმა.

„ბატონი გოგიტა ძალიან დიდი ხანია საკუთარი სახსრებით ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. მოხარული ვარ, რომ წელს სტუდენტების აქტიური ჩართულობით მოხერხდა მხატვრებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საორგანიზაციო პროცესში და გვიხარია, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში წვლილი შეგვაქვს“, - განაცხადა თეკლა რატიანმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის