ვანო ჩხარტიშვილი - უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი

უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რითაც მთავარეპისკოპოსი ზენონის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა.

„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა- როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია.

ეკლესიის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად იცის, რომ არის შეუძლებელი და ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, სწორედ მას სურს, გარედან მოახდინოს ეკლესიის შიდა პროცესებზე ზეგავლენა. სხვა თუ არაფერი, იგი ამით ჩრდილს აყენებს და შეურაცხყოფს უწმინდესს, წმინდა სინოდს და ქართული ეკლესიის იერარქებს. უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა კი ნამდვილად არ არის მეუფის შესაფერი და საკადრისი საქციელი. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როცა არის მცდელობა, ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული უწმინდესისადმი, ჩემს წინააღმდეგვე, საკუთარ თავში მოხარშული აბსურდული შეთქმულების თეორიების წონის შესაძენად გამოიყენონ.

კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ავადმყოფურ ნარატივებს და ვაცხადებ, რომ უწმინდესის კურთხევით, ჩემს ოჯახს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოკრძალებული წვლილი შეაქვს და შეიტანს მომავალშიც ქართული ეკლესიისა და მრევლის მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იძულებით მიაღებინეს.

„პატრიარქთან დაახლოებით, 10-ჯერ შევიდნენ, რომ დაეთანხმებინათ ჩემს წინააღმდეგ - მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე, - აცხადებს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს