ანონსი  21 ნოემბერი

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება.

თემა: „ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა“.

საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558240770

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლებმა ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას დარბაზი დატოვეს“.

მის: მცხეთის ქ.49

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბიჭვინთის საკითხი: ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ე.წ შეთანხმების დოკუმენტი, აფხაზების ორი პირობა და რუსეთის პასუხი.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკური ვითარება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების, ასევე რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ.

ღონისძიებას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმები და სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: 26 მაისის მოედანი #1

საკონტაქტო პირი: ლილი ხმალაძე 599 27 06 46

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მართავს დისკუსიას - „უმცირესობები საქართველოს მოქალაქეობის ძიებაში - მუსლიმი მესხები, სომხები, ჩეჩნები და ოსები".

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: 593 73 75 03

21 ნოემბერს, 14.15 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის გიგა ბოკერიას, მიკაილ კადიევის და აფხაზთა კრების თავმჯდომარის მალხაზ პატარაიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: „მიკაილ კადიევის სასამართლო პროცესი“.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა ტელეკომპანია „პირველის“ და მაია მამულაშვილის მიმართ, გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საკონტაქტო პირი: დიმიტრი გაბუნია - 595 25 88 88

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

21 ნოემბერს, 18:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რეგიონების კვირეულს“ გახსნის, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა