„ფერმერის დღე 2022"-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო „რუმსის გარდენ ჰოლში“ ფერმერის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, „ფერმერის დღე 2022"-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას გაუძღვა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ფერმერები 11 სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს: წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი და გმირობის ნაყოფი.

წლის ფერმერების გამოსავლენად, ფერმერები შეირჩნენ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, ამ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად 2015 წლიდან აღნიშნავენ.

„ჩვენ ვავლენთ წლის საუკეთესო ფერმერს, ვაჯილდოებთ მათ და ემოციებს, დადებით მუხტს გადავცემთ, რათა ის შრომა, რომელსაც ისინი 365 დღის განმავლობაში ეწევიან, დაფასდეს”, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, ღონისძიების მიზანია ფერმერების უფრო მეტად მხარდაჭერა.

„საზეიმო ღონისძიებაზე დავაჯილდოვეთ წარმატებული ფერმერები 11 სხვადასხვა ნომინაციაში, რაც არის კიდევ ერთი სტიმული მათთვის. მომავალში ჩვენ კვლავ ვგეგმავთ ფერმერთა მხარდაჭერას, რათა ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანი. დილით გვქონდა ძალიან კარგი ღონისძიება “ექსპო ჯორჯიაში”, სადაც წარმოდგენილი იყო 60-მდე ფერმერის მიერ წარმოებული ქართული ხარისხიანი პროდუქცია”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა