რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებისა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას. დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება ტაძარს, რომელიც იმპერატორმა იუსტინიანემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ, ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე ააშენა“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს