მედეა მეტრეველი - ექსპერიმენტების ფონზე გელათის ტაძარი ყოველდღიურად ნადგურდება და ჩემთვის უზომოდ პატივსაცემი ექსპერტების ნაწილი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დუმს

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის განცხადებით, საპატრიარქოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ გელათზე გაკეთებული დასკვნა „ფარდას ხდის იმ ძალადობას და მავნებლობას, რაც გელათის ტაძარს 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე მიადგა“.

მისივე შეფასებით, აღნიშნული დასკვნა ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აყენებს, რადგან ყველა პროფესიონალი, ვისაც პროცესების მართვა შეეძლო, სისტემიდან გაუშვეს და მათ ნაცვლად სასჯელაღსრულების თანამშრომლები მიიყვანეს.

„გავეცანი გელათის ე.წ. გადამალულ დასკვნას, რომელიც ბრიტანეთის, აშშ-ს, და შვეიცარიის ექსპერტების მიერ მომზადდა წელს, მაისის თვეში. შთაბეჭდილებები ასეთია: მიმდინარე სარესტავრაციო ჩარევები შემაშფოთებელია; სამინისტროს რესტავრაციის გეგმამ და მეთოდოლოგიამ უფრო მეტად დააზიანა ტაძარი; ისე მუშაობს სარესტავრაციო გუნდი, რომ არანაირ პარალელურ კვლევებს არ ატარებს და საერთოდ მოშლილი გაქვთ ეს სფეროო; ძეგლის მონიტორინგის დოკუმენტაცია რომ მოვითხოვეთ, არ მოგვაწოდესო (ალბათ არც ატარებენ ამ მონიტორინგს და ბუნებაშიც არ არსებობს); - ადგილობრივი სფეროს ექსპერტები რომ მოიძულეთ, იქნებ გვერდში დაიყენოთ და მათ რჩევებს დაეყრდნოთო; უკვე 5 წელი დასჭირდება გელათს, სრულად რომ გაქრეს ტენიანობა და ამის პარალელურად, კედლის მხატვრობა რომ არ ჩამოიშალოს, კედლების სრულად გამომარილების პროცესში, მუდმივი კვლევები და მონიტორინგია საჭიროო.

გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა ფარდას ხდის იმ ძალადობას და მავნებლობას, რაც გელათის ტაძარს 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე მიადგა, ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე გვაყენებს - კი მაგრამ, ვინ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, რაც გაიცა? ყველა პროფესიონალი გაშვებულია სამინისტროს სისტემიდან, სამეცნიერო პროცესები სრულად მოშლილია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნდა ზრუნავდნენ.

ამ ექსპერიმენტების ფონზე კი ჩვენი ქვეყნის საყრდენი ტაძარი ყოველდღიურად ნადგურდება და ჩემთვის უზომოდ პატივსაცემი ექსპერტების ნაწილი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დუმს“,- განაცხადა მედეა მეტრეველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა