„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანია „გაუფრთხილდი წყალს“ თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის განსხვავებული ფორმატით, ამჯერად სკოლებში გრძელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანია „გაუფრთხილდი წყალს“ თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის განსხვავებული ფორმატით, ამჯერად სკოლებში გრძელდება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში „ჯივიპის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, „მწვანე სკოლას“, N55-ე საჯარო სკოლასა და სკოლა „მერმისს“.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა აღნიშნა, მოსწავლეების სკოლებში ეცნობიან სასმელი წყლის გაფრთხილების აუცილებლობას და მონაწილეობას იღებენ წყლის ხარისხის კონტროლის პრაქტიკულ ცდებში.

„ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეები მოსულიყვნენ „ჯივიპის“ სათავე ნაგებობაზე, ჩვენ ვართ სტუმრად მათ სკოლებში. მოსწავლეებს ვუყვებით, თუ როგორ ხდება გარემოდან წყლის მოპოვება, დამუშავება, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი „ჯივიპის“ ლაბორატორიებში. ისინი ეცნობიან სასმელი წყლის გაფრთხილების აუცილებლობას, მონაწილეობას იღებენ წყლის ხარისხის კონტროლის პრაქტიკულ ცდებში“, - განაცხადა სოფო ნატროშვილმა.

კამპანიის ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებმა სამოქალაქო აქტივისტ გოგა ჩანადირთან ერთად ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს თითოეული მათგანის ჩართულობას გარემოზე ზრუნვასა და გაფრთხილებაში.

„გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუცილებელია სკოლის მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობას, რასაც ქვია გარემოზე ზრუნვა და სასმელი წყლის გაფრთხილება, ბავშვობიდან უნდა მივეჩიოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს კამპანიაში ,,გაუფრთხილდი წყალს” და მიღებული ცოდნა გაუზიარონ სხვებს“, - განაცხადა გოგა ჩანადირმა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს