საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის ფრენბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის ფრენბურთის ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზეს და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს.

სტუ-ის გოგონათა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტს სძლია, ხოლო სტუ-ის ვაჟთა გუნდმა თსუ-ს მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის ფარგლებში, კალათბურთის ჩემპიონატის ფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა. ფინალურ თამაშში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი მეტოქეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გუნდს გაუწევს.

„ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის ტურნირები საუნივერსიტეტო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს ინდივიდუალურ და გუნდურ ტურნირებში 34 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდებს შორის: ქართულ ჭიდაობაში, 90 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა თამაზ ჯახაშვილი, II და III ადგილებზე - შოთა მეტრეველი და ემილ რაჰიმოვი (66 კგ) / გუნდური - II ადგილი; სამბოში: I ადგილი - სერგო გოგიშვილი (98 კგ), II ადგილი - დავით გოდერძიშვილი (71კგ) და ემილ რაჰიმოვი (64კგ); III ადგილი - თენგიზ გერმისაშვილი (79 კგ), შოთა მეტრეველი და ლუკა შუშაბერიძე (71კგ) / გუნდური - II ადგილი; ნარდში: III ადგილი - გიორგი ბარბაქაძე და მარი მელაძე. ბილიარდში: გუნდური II ადგილი; ბოულინგი: გუნდური III ადგილი; ძიუდოში: - I ადგილი - თამაზ ჯახაშვილი (+100 კგ), მიხეილ ბექაური (100 კგ) და ლუკა ადიკაშვილი (66 კგ); III ადგილი - თენგიზ გერმისაშვილი (81 კგ) და ემილ რაჰიმოვი (60 კგ) / გუნდური - I ადგილი”, - აღნიშნულია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტ გოგონებსა და ვაჟებს სპორტულ ტურნირებში გამარჯვებას ულოცავს. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის საიუბილეო წელს, „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ში სტუდენტური გუნდების გამარჯვება ერთ-ერთი ღირსახსოვარი მოვლენაა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველა ახალგაზრდასა და უნივერსიტეტს მივულოცო წლევანდელ უნივერსიადაში მონაწილეობა და მოპოვებული წარმატება. სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მადლობას ვუხდით საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ გრანდიოზული სტუდენტური შეჯიბრის ორგანიზებისთვის, რომელიც უამრავ ახალგაზრდას აერთიანებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, ფრენბურთელ გოგონებსა და ვაჟებს, რომლებმაც ასე გაგვახარეს და ღირსეული წარმატება მოუტანეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმით, რომ „უნივერსიადა 2022“-ის გამარჯვებულები გახდნენ; ვულოცავთ ყველა ჩვენს სტუდენტ სპორტსმენს, რომელიც თავდაუზოგავად ასპარეზობდა იმ მიზნით, რომ თავისი უნივერსიტეტისთვის, საიუბილეო წელს, გამარჯვება მოეტანა. მოუთმენლად ველით, თუ რა შედეგით დაასრულებს ფინალურ თამაშს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ახალგაზრდებო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციებს ასე ღირსეულად აგრძელებთ“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, დავით გურგენიძე.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტური სპორტული შეჯიბრი - „საქართველოს უნივერსიადა 2022“, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ფედერაციის წევრ 34 უნივერსიტეტსა და 5000 მდე სტუდენტს ერთიანებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო