თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა