ლევან დავითაშვილი - „ბორჯომის“ ოპერატიულ მართვაში ჩართული არ ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთანაც

“ბორჯომის” ოპერატიულ მართვაში ჩართული არ ვართ, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთანაც - გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ კომპანია “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დანიშნა. მინისტრის განმარტებით, სამინისტროს დირექტორთა საბჭოში ასევე ჰყავს საკუთარი თანამშრომელი, დამკვირვებელი წევრი.

“ჩვენი მხრიდან დანიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მაისურაძე. ამ ადამიანს კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე დირექტორთა საბჭოში გვყავს დამკვირვებელი წევრი, ჩვენი სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული “ბორჯომის” პრობლემების მოგვარებაში და ასევე “ბორჯობის” გრძელვადიანი განვითარების კუთხით. “ბორჯომს” ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული. გახორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეთანხმებული იყო ძირითად მარეგულირებელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, “ბორჯომმა” მოახდინა ოპერირების აღდგენა ძირითად ბაზრებზე. სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა. თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში. ეს საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს უფრო მოქნილი, ადეკვატური და მეტად პასუხობდეს გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა. მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. ოპერატიულ მართვაში ჩვენ არ ვართ ჩართული, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობ, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთან, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ “ბორჯომის”, სტრატეგიული ბრენდის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. კიდევ უფრო ძლიერად იყოს „ბორჯომი“, როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი და ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს