ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარის  დაგება   დაწყებულია, ხოლო პროექტი 2023 წელს დასრულდება, როგორც გათვალისწინებული იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარის დაგება დაწყებულია, ხოლო პროექტი 2023 წელს დასრულდება, როგორც გათვალისწინებული იყო.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ქარსელაძემ განმარტა, ამავე ტერიტორიაზე მეწყრულ ზონების რაოდენობა დაახლოებით 11-ია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით საფარის დაგება დაწყებულია. კერძოდ, 4 კილომეტრზე მეტი უკვე არის ზარზმის მხრიდან მოწყობილი და იქ სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება ხულოს მხრიდან, მომდევნო კვირაში უკვე აქაც საფარი დაიგება. დაახლოებით 7-8 კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც გეგმაზომიერად ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ამავდროულად, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს მეწყრების სახით. დაახლოებით 11 მეწყერია. რა თქმა უნდა, ამას ცალკე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, ვინაიდან ძალიან პრობლემური მონაკვეთებია. შესაბამისად, ვმუშაობთ როგორც გზის განვითარების მიმართულებით, ასევე, მეწყრული პროექტების დამუშავებაზე“,-განაცხადა ქარსელაძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს