საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ყარამან ქუთათელაძეს სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მხატვარსა და პედაგოგს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ დამფუძნებელს, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest i Nova” / ახალი ჰორიზონტის დამაარსებელს, ყარამან ქუთათელაძეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩევას ულოცავს.

სტუ-ის ინფორმაციით, დავით გურგენიძე ქუთათელაძეს წარმატებებს უსურვებს „ახალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი გამოწვევებით დატვირთულ თანამდებობაზე“.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლების სახელით, გილოცავთ ასწლოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი სამხატვრო სკოლის რექტორად არჩევას. გისურვებთ, წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და რაც მთავარია, თქვენი თაოსნობით, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთი საინტერესო პერსპექტივა, მოუხილველი სამყაროების აღმოჩენისა და შემოქმედებითი პერფორმანსის ახალი შესაძლებლობები გაეხსნათ, იმდენად, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათთვისდაუვიწყარი გახდეს სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლები“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა