ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა იწყება

უახლოეს დღეებში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციის პირველი ლოტის სამუშაოებზე და სამობილიზაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა, დაახლოებით, 160 კმ წყალმომარაგების მილი და 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო.

,,მთლიანობაში პროექტი, რომელიც სამი ლოტისაგან შედგება, 225 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, “-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს