თეა ახვლედიანმა უწყებასთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, რომელიც გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ჩართულობის ხელშეწყობასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება.

„წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი საქმიანობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ჩამოყალიბებული პლატფორმების ფარგლებში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები, დღეს ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შევაჯამეთ. სპეციფიკისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, უწყების წინაშე განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესების დინამიკაზე, ასევე დავსახეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გეგმა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა