გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საქმიან ეზოში ჰქონდა მოწყობილი. თბილისის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახერხი საამქრო და სხვადასხვა ლოკაციაზე დასაწყობებული დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

სახერხი საამქროს ტერიტორიიდან და ეზოში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯამში, ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის 6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 15,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. გარბილი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს