შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 20 წლისაა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას მართავს.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

კონფერენციას ესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; განათლების ექსპერტები, ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განვლილ გზას გაიხსენებენ. კონფერენციაზე ასევე მოხდება ცენტრის ახალი პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის“ - საზოგადოებისათვის წარდგენა.

პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, სასწავლო წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსე კლასელების მიღწევების შეფასება როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პრეზენტაციებს. თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: 1) „შეფასება განვითარებისათვის“; 2) სამეცნიერო (STEM) კარიერასთან დაკავშირებული გამოწვევები და 15 წლის მოსწავლეების პროფესიული არჩევანი; 3) TIMSS 2019 - შეფასების დავალებებზე მოსწავლეთა პასუხების ანალიზი შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების მიხედვით; 4) დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევებს შორის არსებული განსხვავებები საქართველოში.

ღონისძიება დისკუსიების შეჯამებით დასრულდება.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში 2002 წელს დაფუძნდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეფასების ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებაში. თუ დასაწყისში ცენტრი გამოცდებს მხოლოდ აბიტურიენტებისათვის ატარებდა, პროფესიონალთა გუნდის დიდი შრომის შედეგად, მოკლე დროში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის არეალი გაფართოვდა. დღეისათვის ის ატარებს სხვადასხვა ტიპის გამოცდასა და ტესტირებას, ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, ასევე კონსულტაციას უწევს კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა