დღეიდან „თიბისი“ ფულადი გზავნილების საყოველთაო კამპანიას იწყებს

დღეიდან „თიბისი“ ფულადი გზავნილების საყოველთაო კამპანიას იწყებს. მომხმარებლებს აქვთ შანსი მოიგონ 1,000, 500 ან 100 ლარი, თუ ისინი გზავნილს თიბისიში გაანაღდებენ.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობის პირობა მარტივია: მინიმუმ 100 ერთეულის ოდენობით ნებისმიერი ტიპის გზავნილის განაღდება „თიბისის“ ციფრულ ბანკში, სატელეფონო ცენტრსა თუ ფილიალებში.

„აქციის განმავლობაში, ყოველდღიურად გათამაშდება 1,000, 500 ან 100 ლარის ფულადი პრიზები და მოგების შემთხვევაში, მომხმარებელი გზავნილის განაღდებისთანავე მიიღებს სმს შეტყობინებას.

მომხმარებლებს „თიბისის“ გზავნილებით თანხის მიღება და გაგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ. ბანკი მუდმივად ზრუნავს საინტერესო სიახლეების შეთავაზებასა და მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებაზე.

ფულადი გზავნილების აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებ-გვერდს: https://link.tbc.ge/mt-3“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა