მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით ჰიდროგეოლოგიური კვლევები განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, მდინარე რიონის აუზის ტერიტორიაზე წინასწარი ჰიდროგეოლოგიური კვლევები განხორციელდა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საველე კვლევები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის მხარეებში მიმდინარეობდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს მდინარე რიონის აუზში წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმის შემუშავებას და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.

კვლევები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ (EU4Environment - Water Resources and Environmental Data) - ფარგლებში განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო