სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილეზე ახალი ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების ძალებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღევანდელ დღეს, სიმბოლურად, დაემთხვა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დაწყება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გამართეს, რომელიც საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირებით მართვისა და კონტროლის დახვეწას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს